სამტრედიამ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა

ეროვნულ ლიგაში ხანგრძლივი სანაკრებო პაუზა იწყება. გუნდები იძულებით შესვენბას ამხანაგური შეხვედრებით ავსებენ. მათ შორისაა სამტრედიაც. იმერლებმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმეს.

“სამტრედია” 4 ივნისს “თელავს” დაუპირისპირდება, 8 ივნისს “თბილისი სიტის”, 10 ივნისს კი  თბილისის “საბურთალოს” შეხვდებიან. სამივე შეხვედრა ოლიმპიურ  კომპლექსში ჩატარდება და 17:00 საათზე დაიწყება.