18-წლამდელებმა სომხეთი დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის აკადემიის მოედანზე, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს – სწრაფად განვითარებული კონტრ-შეტევა გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი სომხებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, მატჩის შემობრუნება მეორე ტაიმის ბოლო 5 წუთში შეძლეს. შეცვლაზე შემოსულმა ლუკა პარკაძემ, ანგარიში 87-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა; 91-ზე პარკაძეს პასით გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე და გამრჯვების გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა წულუკიძის მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.