საბურთალომ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა
დედაქალაქური “საბურთალო”, რომელმაც გასული წელი დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებით დაასრულა, ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. თბილისელებმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო 9 იანვრიდან საწვრთნელ პროცესს დაიწყებენ. საბურთალოელები 29 რიცხვში თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც 12 თებერვლამდე დარჩებიან და რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავენ.
თურქეთში გამგზავრებამდე თბილისელებმა დედაქალაქში რამდენიმე სპარინგ-მატჩი დაგეგმეს – 19 იანვარს “შევარდენს” გაეჯიბრებიან, 22 რიცხვში თბილისი “სიტის”, ხოლო 27 იანვარს ბოლნისის “სიონთან” მოსინჯავენ ძალებს. სამივე შეხვედრა დიდი-დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება.