სებაილი შეკრებას თბილისში გაივლის

აზერბაიჯანული “სებაილი” შეკრებას თბილისში გაივლის. მეზღვაურები პრემიერლიგაში თამაშობენ და 2022/2023 წლისთვისამბიციური გეგმებიც აქვთ.

აზერბაიჯანელები მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

 

“სებაილი” 22 ივლისს “დინამო” თბილისს დაუპირიპირდება, შეხვედრა 19:00 საათზე. 25 ივლისს “სებაილი” გაგრას დაუპირისპირდება, 29 ივლისს კი გორის “დილას”. ორივე შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება  თბილისის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გაიმართება.