თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ბსბ ბათუმი გახდა

როგორც მოგეხსენებათ, 14-16 დეკემბერს, არენა 2-ის სპორტულმა კომპლექსმა, ხელბურთში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს “თბილისის ღია პირველობას” უმასპინძლა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და მასში 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას: “ბსბ” ბათუმი, “ქუთაისი”, საქართველოს 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები და აზერბაიჯანის ნაკრები.

ტურნირი 1 წრედ ჩატარდა, დღეში იმართებოდა 2-2 შეხვედრა.

1️⃣ დღე:

– ქუთაისი 29:29 საქართველო U18

– ბსბ 27:16 აზერბაიჯანი

2️⃣ დღე:

– ბსბ 30:19 საქართველო U18

– ქუთაისი 40:36 აზერბაიჯანი

3️⃣ დღე:

– ქუთაისი 31:34 ბსბ

– საქართველო U18 36:24 აზებაიჯანი

ბათუმის ბსბ-მ ტურნირის ყველა მატჩში გამარჯვებით, ქულათა აბსოლიტურ უმრავლესობას მოუყარა თავი და ჩემპიონიც სწორედ აჭარული გუნდი გახდა.