საბურთალო ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

„საბურთალომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო – ომარ თეთრაძე პირველ შეკრებას მარტყოფში, სარაგბო ბაზაზე ატარებს, სადაც გუნდი 23 იანვრამდე ივარჯიშებს.

ამ ეტაპზე ორი საკონტროლო მატჩი დაიგეგმა – 18 იანვარს „ვიტ ჯორჯიასთან“, ხოლო 23 იანვარს – „სპაერთან“. ორივე შეხვედრა დიღომში მდებარე სპორტული კომპლექსის, „ახალი თბილისის” (ამერიკის საელჩოსთან) სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

„საბურთალო“ მეორე შეკრებას 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე თურქეთის ქალაქ ბელექში გაივლის. ამ პერიოდში „საბურთალო“ 5 საკონტროლო მატჩს გამართავს. მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენი კლუბის მეტოქეები ზუსტდება.