“სამტრედიამ” ამხანაგურები დაგეგმა

“სამტრედიამ” ახალი სეზონისთვის მზადება 15 იანვარს, თბილისში დაიწყო და საკონტროლო მატჩებიც დაგეგმა. დედაქალაქურ შეკრებაზე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული იმერული კლუბი 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

24 იანვარს სამტრედიელები თბილისის “დინამო 2-ს” შეხვდებიან მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

28-იანვარს – “გარეჯს მატჩი 19:00 საათზე დაუწყება.

30-ში  შეხვედბა  გორის “დილას მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

ხოლო 3 თებერვალს “თელავთან” მოსინჯავენ ძალებს შეხვედრა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

24 მარტს “სამტრედია” თბილისის მერანს შეხვდება და  მატჩი 13:30 საათზე დაიწყება.

“სამტრედია” მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს თურქეთში გამართავს. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები ამ შეკრებას 6 თებერვლიდან გაივლიან. ვარჯიშის პარალელურად, დაგეგმილია 4 ამხანაგური მატჩის ჩატარებაც.

“სამტრედიაში” რამდენიმე ფეხბურთელი სინჯებზე მიიწვიეს, ამას გარდა, გუნდში ახალწვეულები კიდევ იქნებიან. საბოლოო შემადგენლობა კი სწორედ ამ ამხანაგური მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გუნდი დატოვეს გიორგი ილურიძემ, ზურაბ ღირდალაძემ, მელქისედეკ ცვალემ, გიორგი კურმაშვილმა და გიორგი ჯალაღონიამ.

ახალ სეზონში “სამტრედიას” ღირსებას დაიცავენ – რევაზ ინჯგია (“აპოლონი”, კვიპროსი), დავით უბილავა (“ლოკომოტივი”), გიორგი გვიშიანი (“დინამო” თბ, იჯარით), ირაკლი ზარიძე, ზვიად ნაჭყებია (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), მათე აბულაძევანო ჩარგეიშვილი (ორივე – “ტორპედო”