გაგრა ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
სეზონის დასრულების შემდეგ “გაგრაში” სიანტერესო პროცესები დაიწყო. საქმე ეხება ტრანსფერებს და ახალ შესაძლო პარტნიორს. ამ დროისთვის გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა – ნოდარ ლომინაძე თბილისის “დინამომ” დაიბრუნა და შემდეგ იჯარით წყალტუბოს “სამგურალში” გაუშვა.
“გაგრასთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და ასევე “დინამოში” დაბრუნდა 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გვიშიანი, გუნდი დატოვა ასევე თავდამსხმელმა – არფანგ დაფემ.
თუმცა, ოფიციალურად, “გაგრა” ჯერ მხოლოდ თავდამსხმელ თამაზ მაქაცარიას დაემშვიდობა: “მომავალ სეზონში თამაზ მაქაცარია ჩვენი კლუბის ღირსებას აღარ დაიცავს. მან ჩვენი გუნდის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 33 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებას და კარიერულ წინსვლას გისურვებთ”, – წერია კლუბის განაცხაებაში.
გაგრა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს, “გარეჯის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სტადიონების ტერიტორიაზე ჩატარდება.
15 თებერვალს “გაგრა” თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდება. მატჩი 15:00 საათზევდაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტადიონებზე ჩატარდება