ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
“ლოკომოტივში” დიდი ძვრებია – გუნდი დატოვა შვიდმა ფეხბურთელმა – ნოდარ იაშვილმა, კახა კახაბრიშვილმა, ბიძინა მახარობლიძემ, თორნიკე ძებნიაურმა, შოთა შეყილაძემ, გეგა დიასამიძემ და გიორგი იაკობიძემ.
როგორც ჩანს, მათ ნაცვლად “ლოკომოტივის” ძირითად გუნდში ის ფეხბურთელები დაწინაურდებიან, ვის მხრებზეც გადაიარა შარშანდელმა წარმატებულმა სეზონმა, “ლოკომოტივი 2-ის” რიგები კი აკადემიიდან შეივსება.
რკინიგზელები ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმეს. 28 იანვარს “ლოკომოტივი” სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და ოლიპიური სოფლის სტადიონზე გაიმართება.
8 თებერვლას ლოკომოტივი ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თელავს დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.