კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 თებერვალს დაიწყება, კალენდარიც ცნობილია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. უმაღლესში დაბრუნებული სამტრედია თელავს უმასპინძლებს, ხოლო დილა გორში შეხვდება ჩემპიონ დინამო თბილისს.
ტურის დარჩენილი შეხვედრები 26 თებერვალს ჩატარდება.
9 ივნისიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესვენება დაიწყება, 5 აგვისტოს კი თამაშები განახლდება.
შეგახსენებთ, უმაღლესიდან წინა სეზონის მერე დაქვეითდნენ ბოლნისის სიონი და თბილისის ლოკომოტივი, ხოლო გადმოვიდნენ ქობულეთის შუქურა და სამტრედია. სხვათა შორის, 2021 წელს დაქვეითდნენ შუქურა და სამტრედია, მაგრამ ერთ სეზონში ისევ ბრუნდებიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
https://erovnuliliga.ge/ge/calendar
რაც შეეხება ლიგა 2-ს, აქ სეზონი 28 თებერვალს დაიწყება.
პირველი ტური: მერანი მრ – კოლხეთი ხბ, სპაერი – დინამო 2, ლოკომოტივი – სიონი, გარეჯი – მერანი თბ, ვიტ ჯორჯია – კოლხეთი 1913
შეგახსენებთ, ლიგა 2 რუსთავმა დატოვა, ხოლო ქვედა ლიგიდან დაწინაურდნენ დინამო თბილისი-2, ფოთის კოლხეთი 1913 და ხობის კოლხეთი.
https://erovnuliliga.ge/ge/calendar?league=2
სისტემა ორივე ლიგაში იგივე: 4 წრე, 36 ტური… ერთი გუნდი პირდაპირ გავარდება, ხოლო მერვე და მეცხრე ადგილოსნები მომდევნო ლიგის მეორე-მესამე ადგილოსნებთან ითამაშებენ პლეი-ოფს.
და კიდევ, წინა სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სიახლე მოხდა, მატჩებზე დაინერგა ვიდეორეფერის სისტემა (VAR). აღნიშნული სისტემის გამოყენება შერჩეულ თამაშებზე 2023 წლის სეზონშიც გაგრძელდება.