მარტვილის მერანი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება
საფეხბურთო კლუბი მარტვილის “მერანი” ეროვნული კიგის 2023 წლის სეზონისთვია მზადებას შეუდგა და რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც გამართავს.
ჭყონდიდელებმა არაერთი ფეხბურთელი გაუშვეს. თუმცა, “მერანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეს და 2023 წლის სეზონშიც მარტვილის გუნდში ითამაშებენ, კიჭი მელიავა, გიორგი გეგია, ლევან წოწონავა, ლაშა ჯღამაია და მიხეილ რუხაია.
მარტვილის მერანი 14 თებერვალს აბაშის “ზანას” დაუპირისპირდება. 21 თებერვალს კი მერანის მოწინააღმდეგე ქუთაისის “ტორპედო” იქნება. ორივე მატჩი 14:00 საათზეა ჩანიშნული.