სიონი ემზადება და ძლიერდება
ბოლნისის “სიონი” ახალლი სეზონისთვის თბილისში ემზადება. ქვემოქართლური კლუბი მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს და თუ კლუბის ტრადიციებს გავითვალისწინებთ, მიზანი უდავოდ ელიტაში დაბრუნება უნდა იყოს.
“სიონის” ღირსებას მომავალ სეზონში დაიცავენ ლევან ისიანი, გიორგი უგრეხელიძე, მიხეილ ქოჩაკიძე, თემურ ბექაური, ნიკოლოზ ღამბარაშვილი, ოთარ ჯავაშვილი – ეს ძველი შემადგენლობიდან.
რაც შეეხებათ ახალწვეულებს, “სიონს” უბრუნდებიან ივანე ხაბელაშვილი და გოდერძი მაჩაიძე. ხაბელაშვილი ბოლოს “გაგრაში” იყო, მაჩაიძე კი – თბილისის “მერანში”.
ასევე “გაგრას” ღირსებას იცავდა მცველი ზურაბ სეხნიაშვილი, თავდამსხმელი თორნიკე მუზაშვილი “ვიტ ჯორჯიადან”, ნახევარმცველი ირაკლი ჯანჯღავა კი მარტვილის “მერანიდან” უნდა გვახსოვდეს.
ამასთან, რამდენიმე ფეხბურთელი სინჯებზეა. ბოლნისური კლუბისგან კიდევ უნდა ველოდოთ სატრანსფერო სიახლეებს.
15 თებერვალს ბოლნისის “სიონმა” ტყიბულის მეშახტე ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
19 თებერვალს ბოლნისის “სიონი” საფეხბურთო კლუბ “გაგრას” შეხვდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.