საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

21 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელებმა, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ ინდივიდუალურ პროგრამით ივარჯიშეს.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება.

ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): “ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია. ვეთამაშებით ერთ-ერთ კონკურენტს და უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია ასეთი გუნდების დამარცხება, რაც აქამდეც გაგვიკეთებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და სამ ქულას ჩავიწერთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია),