სამტრედია სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებს
მოგეხსენბათ, რომ ეროვნულ ლიგაში ორ კვირიანი შესვნებაა, გუნდები კი სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებენ. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი სამტრედიაც. იმერლებმა ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართეს და ვიტ-ჯორჯიასთან 2-3 დამარცხდნენ. გოლები ინჯგიამ და ნაჭყებიამ გაიტანეს.
შემდეგ ახმანაგურ შეხვედრას “სამტრედია” 24 მარტს თბილისის “მერანის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 13:30 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტადიონებზე ჩატარდება.
იმერლებს ეროვნულ ლიგაში 5 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ მოგროვებული, ხოლო “მერანმა” ლიგა 2-ში ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულის მოგროვება შეძლო.