FIBA-მ Eurobasket 2022 წლის ანალიზი გამოაქვეყნა
FIBA-ს დაკვეთით კომპანია Nielsen Sports-მა EUROBASKET2022-ის სრული რეპორტი წარადგინა მასპინძელი ქალაქების შესახებ:
🔷️ ტურნირის მასპინძელი 5 ქალაქიდან ყველაზე მცირე ეკონომიკური სარგებელი ქალაქ თბილისმა (21M€), ხოლო ყველაზე დიდი ბერლინმა (63M€) მიიღო
🔷️ ტურნირის მასპინძელი 5 ქალაქიდან ყველაზე მეტი თანხა ორგანიზატორებმა ბერლინში (7 123 000€), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (2 748 000€) დახარჯეს
🔷️ არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ყველაზე ნაკლები თანხა დღიურად თბილისში (11.95€) დახარჯეს, ხოლო ყველაზე მეტი ბერლინში (84.90€)
🔷️ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჯამურად თბილისის A ჯგუფის ეტაპის თამაშებს დაესწრო (55 850), ხოლო ყველაზე მეტი კიოლნის B ჯგუფის ეტაპს (236 515).