ბათუმის დიმამო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება
მონღოლეთის ნაკრები საქართველოში დარჩა და ბათუმის „დინამოსთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას ბათუმელთა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მონღოლეთის ეროვნული გუნდი ევროპის კონტინენტს პირველად ესტუმრა, 25 მარტს პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან „ბათუმის არენაზე“ გამართა და 6:1 დამარცხდა.
გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, იაპონელ იჩირო ოცუკას ევროპელებთან თამაში სურდა, საქართველოში ხანმოკლე შეკრება და ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.
ბათუმის „დინამოსა“ და მონღოლეთის ნაკრების ამხანაგური შეხვედრა იმ დღეს გაიმართება, როდესაც საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება – 28 მარტს. მატჩი ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე 15:00 საათზე დაიწყება.