ტიტები სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გაირკვა სუპერლიგაში. დიღმის არენაზე გამართულ ერთი შეხვედრის შედეგით გაირკვა, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილს საკალათბურთო კლუბი ტიტები დაიკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი ტიტები სუპერლიგაში საკუთარ ადგილს საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს, ხოლო მეტოქე “ა” ლიგის ფინალური სერიაში დამარცხებული გორის “ივერიონი” იქნება.
არადა, ტიტებს შეეძლო, საკვალიფიკაციო ეტაპი თავიდან აეცილებინა, თუკი დღეს თსუ-ს მოუგებდა. იგებდნენ კიდეც, თუმცა ბოლო პერიოდში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მეტი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინა და დაძაბულ ბრძოლაში – 105:101 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აღარ გაუმართლა ტიტების მანამდე უბადლოდ მოთამაშე კენდრიკ ტომპსონი, რომელმაც შეხვედრა 31 ქულითა და 10 პასით დაასრულა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
თსუ⁷ლს შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი. 16 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება ბექა ბექაურმა მოაგროვა. ნიკოლოზ დარბაიძემ თავი 23 ქულას მოუყარა, მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ტიტებში ტომპსონის შემდეგ 21 ქულით და 7 პასით სანდრო სანაძე გამოირჩა. დარიუს ბელმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.
22 აპრილი 15:00 “ტიტები” – “ივერიონი”
23 აპრილი 15:00 “ტიტები” – “ივერიონი”
26 აპრილი 19:00 “ივერიონი” – “ტიტები”