რუსთავმა დელტას სერიაში ანგარიში გაუთანაბრა
რუსთავში ერთი მეოთხედფინალური მატჩი მოგება გურჯაანის დელტასთვის პროგრამა მინიმუმი იყო და ალბათ მაქსიმუმიც. გამომდინარე რეგულარული ჩემპიონატის ცხრილიდან, რომელშიც რუსთავმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო დელტამ – მე-7, გურჯაანელების 2 გასვლითი გამარჯვება ცოტა არარეალური იყო. პირველი მატჩის მოგების შემდეგ გურჯაანელებმა თავისი საქმე გააკეთეს – რუსთავს მოედნის უპირატესობა წაართვეს, ხოლო მეორე მატჩი, რომელიც რუსთავში დღეს გაიმართა, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა გურჯაანელები 105:74 (სტატისტიკა) დაამარცხეს და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.
გურჯაანი რუსთავს ზედიზედ ორჯერ უმასპინძლებს, მატჩები 27 და 28 აპრილს გაიმართება.
27 აპრილი დელტა გურჯაანი – რუსთავი 19:00
28 აპრილი დელტა გურჯაანი – რუსთავი 19:00