იბერია 1999 ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

საფეხბურთო კლუბი “იბერია 1999” ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა. გიორგი მიქაძის ბიჭებმა ვარჯიში განაახლეს და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმეს. შეგახსენებთ, რომ იბერია 28 ივლისს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

გუნდში გარკვეული ცვლილებებია, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გუნდი ლაზარე კუპატაძემ დატოვა. აგრეთვე იგეგმება რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც.

“იბერია 1999” მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას სართიჭალის “შტურმის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 21 ივნისს გაიმართება, 11:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ჩატარდება.

13 ივლისს “იბერია” ამხანაგურ შეხვედრას სომხური “ბკმას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზეა ჩანიშნული.

19 ივლისს “იბერია” ამხანაგურ შეხვედრას “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და თბილისის ზღვაზე გაიმართება.