თსუ საქართველოს ჩემპიონია

 

 

საუკეთესო მწვრთნელი

2022-2023 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა თსუ-ის მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, რომელსაც ცნობილი ქართველი სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადასცა საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე

2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – ზვიად მიქაძის სახელობისაა. მისი მფლობელი გახდა საკალათბურთო კლუბ “კავკასიის” წევრი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. გაფრინდაშვილს ჯილდო ზვიად მიქაძის შვილებმა – სალომე და იოანა მიქაძეებმა გადასცეს.

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე

სეზონის გამორჩეული მოთამაშის პრიზი ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა. აღნიშნული პრიზი საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” წევრმა, ლუკა ლიკლიკაძემ დაიმსახურა. ლიკლიკაძეს პრიზი გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე – MVP

სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ტრადიციულად გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც ჟურნალისტები, სუპერლიგის მწვრთნელები და კომისრები მონაწილეობდნენ (იხილეთ გამოკითხვის შედეგები) სეზონის MVP გახდა თსუ-ს უკანახაზელი გიორგი ცინცაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი ვანო ლაცაბიძემ უსახსოვრა.

საჩემპიონო თაისის გადაცემა

თსუ-ს კაპიტანს, ნიკოლოზ დარბაიძეს სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონის საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.

https://www.youtube.com/watch?v=ADmKMHb6yEw