ქართველი 21-წლამდელები ბელგიას დაუზავადნენ

ნებისმიერი თამაშის გადარჩენის შანსი არსებობს. ის ფაქტორი, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ მნიშვნელოვანია. პირველი თამაშის შემდეგ, არ გვქონდა უფლება, რომ დღეს მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა.

ნიკა გაგნიძის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ამიტომ, ტრავმის სირთულეზე საუბარი არ შემიძლია. ერთი შეხედვით, მსუბუქი დაზიანება არ ჩანს, თუმცა მეტი ხვალ გვეცოდინება.”

ანზორ მექვაბიშვილი: “ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარი ყველა კომპონენტში დავთმეთ. ვერ ვასრულებდით დავალებებს. გასახდელში საუბარმა, რომელიც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების დაფასებას ეხებოდა, დიდი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, რომ ბიჭებს თამაშის შემოტრიალების ჟინი და ემოცია ჰქონდათ.

შეგვეძლო მოგებაც, თუმცა ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ, ქულა ძალიან კარგი შედეგია. მადლობა გუნდის პერსონალს, ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი წამი არ გაჩერებულან. მატჩის შემდეგ, ქომაგებთან ტრადიციული რიტუალის შესრულებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქომაგი სახლში დამწუხრებული არ გავუშვათ.”