თბილისის ლოკომოტივი მზადებას შეუდეგა და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა
ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს თბილისის “ლოკომოტივს” არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას. თუმცა, სანაკრებო პაუზსის დროს “რკინიგზელებმა” ძირეული ცვილელებები განახორციელეს, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში, გასავარდნ ზონას თავს დააღწევს და პლეი-აუტის გარეშეც კი შეძლებენ ადგილის შენარჩუნებას.
გუნდმა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. კერძოდ, ნიკა ჭანტურია, რომან ჩაჩუა, ბიძინა მახარობლიძე, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი და სანდრო შეწირული. გარდა ამ ფეხბურთელებისა კიდევ იგეგმება სხვა ფეხბურთელების მოყვანა.
თბილისის “ლოკომოტივმა” უკვე დაგეგმა ამხანაგური შეხვედრებიც. 27 ივნისს “კაფუე სელტიკს” შეხვდებიან მატჩი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
1 ივლისს ლოკო “თელავს” გაეჯიბრება. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ჩატარდება.
8 ივლისს “ლოკომოტივი” ეროვნული ლიგის გუნდ “გაგრას” შეხვდება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტადიონებზე ჩატარდება.