საბურთალო მზადებას შეუდგა
“საბურთალომ” ჩემპიონატში პაუზით ისარგებლა და საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხურ “ურარტუსთან” (მოქმედი ჩემპიონია) 2:2 ითამაშა. თბილისელთაგან გოლები იური ტაბატაძემ და შეიკნე სილამ გაიტანეს.
“საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუპატაძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, მამასახლისი, ქარდავა, ასკურავა, კოხრეიძე, ტაბატაძე, სიხარულიძე, სილა.
ომარ თეთრაძის გუნდში ითამაშა ახალწვეულმაც – ეს არის სირილ ჩამბა, რომელიც აქამდე “სამტრედიის” ღირსებას იცავდა. 25 წლის კამერუნელმა ფორვარდმა ამ გუნდის მაისურით ბოლო ორ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “საბურთალო” 10 ივლისს, ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 18:30 საათზე დაიწყება და პეტრო არენაზე ჩატარდება.
გარდა ამ მატჩისა “საბურთალო” 15 ივლისს თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდება. ეს მატჩიც 18:30 საათზე დაიწყება და პეტრო არენაზე გაიმართება.