ირაომ ვარჯიში განაახლა
ლიგა 3-ის ბინადარმა თბილისის ირაომ ვარჯი განაახლა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. თავდაპირველად გეტყვით, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც გავარკვიეთ, ირაოს მფლობელები ბოლო დროინდელი შედეგებით უკმაყოფილები იყვნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვლადიმერ ვაშაძე დაითხოვეს. რაც, შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს ამ იერიდან ირაოს დავით დიღნელაშვილი გაწვრთნის, რომელიც რამდენიმე თვის წინ გურიას თვაკაცობდა.
გუნდმა დაიმატა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი რომელთა ვინაობასაც უახლოეს მომავალში გავიგებთ.
თბილისელებმა ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმეს. “ირაო” 7 ივლისს “ვიტ-ჯორჯიას” შეხვდება, 12 ივლისს სართიჭალის “შტურმს”, ხოლო 27 ივლისს კი ვარკეთილს, სამივე შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სტაიონებზე გაიმართება.