ურარტუ შეკრებას თბილისში გაივლის

სომხეთის მოქმედი ჩემპიონი “ურარტუ” შეკრებას თბილისში გაივლის.  ევროტურნირების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გუნდები აღნიშნულ პაუზას აქტიურად იყენებენ. სომხები უკვე თბილისში არიან და მოსამზადებელ ეტაპს თბილისი ზღვის ბაზაზე გადიან.

სომხეთის ჩემპიონმა ორი ამხნაგური შეხვედრა დაგეგმა. “ურარტუ” 1 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებს. 4 ივლისს კი “გაგრას” შეხვდება. ორივე მატჩი 12:00 საათზე დაიწყება და ილია კოკიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება.