ევრო 2023-ზე სარეკორდო ჯამური დასწრება დაფიქსირდა – მაყურებლის 70 პროცენტი სტადიონებზე საქართველოში მივიდა
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს, ტურნირის არსებობის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება დაფიქსირდა.
შეჯიბრების ისტორიაში ერთ მატჩზე დასწრების ახალი რეკორდიც საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრაში დამყარდა, რომელსაც პაიჭაძის სტადიონზე 44 338 გულშემატკივარმა უყურა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა, 41 887 გულშემატკივარი დაესწრო, ნიდერლანდებთან მესამე ტურის თამაშს კი – 43 043.
საერთო ჯამში, საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ტურნირის მასპინძელ სტადიონებზე, ამ დროისთვის, 279 341 გულშემატკივარი მივიდა. აქედან საქართველოში ჩატარებული მატჩები ტრიბუნებიდან 196 812 ქომაგმა იხილა. ეს კი საერთო მაჩვენებლის 70 პროცენტია.
ევრო 2023-ის დაწყებამდე, დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი 1996 წელს დაფიქსირდა. ბარსელონაში, ესპანეთსა და იტალიის ნაკრებების ფინალური შეხვედრის დროს ტრიბუნაზე 35 500 ადამიანი იყო.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯამური დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი:
1. 279 341: საქართველო და რუმინეთი 2023
2. 243 995: პოლონეთი, 2017
3. 214 637: იტალია და სან მარინო, 2019
4. 212 139: ნიდერლანდები, 2007
5. 180 942: პორტუგალია, 2006
6. 174 195: შვეიცარია, 2002
7. 172 543: ისრაელი, 2013
8. 163 090: შვედეთი, 2009
9. 162 994 ჩეხეთი, 2015
10. 110 353: გერმანია, 2004
ერთ მატჩზე დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე:
1. 44 338: საქართველო 0-0 (3-4) ისრაელი, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)
2. 43 043: ნიდერლანდები 1-1 საქართველო, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)
3. 41 886: საქართველო 2-2 ბელგია, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)
4. 35 500: იტალია 1-1 ესპანეთი (5-4), U21 EURO 1996 (ბარსელონა)
5. 35 000: საბერძნეთი 0-0 საფრანგეთი, U21 EURO 1988 (პირეუსი)
6. 32 152: ესპანეთი 2-1 იტალია, U21 EURO 1986 (ვალიადოლიდი)
7. 30 000: შვეიცარია 0-0 იტალია, U21 EURO 2002 (ბაზელი)
8. 29 774: პორტუგალია 1-0 იტალია, U21 EURO 1996 (ლისაბონი)
9. 29 683: სსრკ 3-4 გერმანია, U21 EURO 1982 (ხარკოვი)
10. 29 320: იტალია 2-4 ესპანეთი, U21 EURO 2013 (იერუსალიმი)