დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი 1 ოქტომბერს დაიწყება

2022-2023 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 1 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში აიღებს და მასში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, საიდანაც 10 სუპერლიგის იქნება, ერთი “ა” ლიგის და ერთი წარმომადგენელი სტუდენტურ ლიგას ეყოლება.
დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები 4 ჯგუფში განაწილდნენ, სადაც ერთ წრედ ითამაშებენ და ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ. A ჯგუფის გამარჯვებული C-ს პირველადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფიდან გასული D-ს საუკეთესოს დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 1, 2 და 3 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 5 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 7 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მატჩების განრიგი:
01.10 ოლიმპი – სოხუმი 12:00
01.10 ქუთაისი – ორბი 14:00
01.10 გურჯაანი – მარგვეთი 16:30
01.10 კავკასია – სპორტუნი 19:00
02.10 სპორტუნი – ბათუმი 12:00
02.10 ორბი – ივერიონი 14:00
02.10 სოხუმი – თსუ 16:30
02.10 მარგვეთი – რუსთავი 19:00
03.10 ბათუმი – კავკასია 12:00
03.10 ივერიონი – ქუთაისი 14:00
03.10 თსუ – ოლიმპი 16:30
03.10 რუსთავი – კავკასია 19:00
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი შემოგვთავაზებს.
http://gbf.ge/en/tournament/dudu-dadiani-memorial/schedule