19 წლამდე ხელბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართვეკოს ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ხელბურთის ეროვნული ნაკრები ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 18, 19, 20 ივლისს თურქეთის 19-წლამდე ხელბურთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 24-25 ივლისს ირანის ნაკრებს შეხვდება. სამივე მატჩი თურქეთთან 18:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური გაიმართება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მატჩებს ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.
18.07 18:00 საქართველო 29 – 23 თურქეთი
19.07 18:00 საქართველო 40 – 28 თურქეთი
20.07 18:00 საქართველო 32 – 29 თურქეთი
24 .07 18:00 საქართველო 26 – 27 ირანი
25.07 18:00 საქართველო 23 – 23 ირანი
გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე
ექიმი: გიორგი საღინაძე