ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთს სამივე შეხვედრა მოუგო
საქართველოს ხელბურთის 19-წლამდე ნაკრებმა 18-20 ივლისს სამი ტესტ-მატჩი გამართა თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და სამივე მათგანი გამარჯვებით დაასრულა: 29-23, 40-28 და 32-29.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას 24 და 25 ივლისს ირანის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე თამაში 18:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
24.07.2023 18:00 საქართველო 26 – 26 ირანი
25.07.2023 18:00 საქართველო 23 – 23 ირანი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური გაიმართება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მატჩებს ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.
გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე
ექიმი: გიორგი საღინაძე