შავი ზღვის პირატებმა განცხადება გაავრცელეს

ბათუმის “დინამოს” ფანკლუბმა, “შავი ზღვის პირატებმა”, წარუმატებელი ევროტურნირების შემდეგ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელეს.

“დინამო ბათუმის ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ჩვენ არ ვერევით კლუბის სასტრასნფერო პოლიტიკაში – ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის რაც ჩვენს წინ, მინდორზე ხდება და ის რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000 მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი, არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელა და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.
ვფიქრობდით რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშიდობებოდა – როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუ კი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესთოთ მისი გუნდში დარჩენა.”