საკალათბურთო ნაკრებში ოთხი ახალწვეულია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ, 18 კაციან შემადგენლობაში, წელს 4 ახალწვეულია, ლუკა ლიკლიკაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და დათა კაკუშაძე ილიას ზუროსის ნაკრების შეკრებაზე პირველად მოხვდნენ. გაფრინდაშვილმა, გოგიჩაიშვილმა და კაკუშაძემ ნაკრებთან ერთად მზადება თბილისში, წინა საშეკრებო ვარიჯებით დაიწყეს, ხოლო ლიკლიკაძე ეროვნულს 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ შეუერთდა. შეგახსენებთ რომ დათა კაკუშაძის გარდა, სამივე ახალწვეული სუპერლიგის კლუბებში თამაშობენ, ხოლო კაკუშაძე ამერიკულ კოლეჯში ასპარეზობს.