ბათუმის დინამო ამხანაგურ შეხვედრაში ქედის ბეთლემს დაუპირისპირდება
ეროვნული ლიგა მე-19 ტურის მატჩებით განახლდა. ბათუმის “დინამომ” აჭარულ დერბიში ქობულეთის “შუქურა” დაამარცხა და ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. ტური არასრული გამაოდგა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გორის დილა და თბილისის დინამოს შპრის გსამართი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო, იგივე ბედი გაიზიარა 21-ე ტურის შეხვედრამ, რომელშიც ბათუმის დინამო გორის დილას უნდა შეხვედროდა.
აღნიშნული იძულებითი პაუზის გამო ბათუმის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრას ქედის “ბეთლემის” წინააღმდეგ, 9 აგვსიტოს გამართავს. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.