შევეცდებით, ნავსი გავტეხოთ, რადგან ჯერ ფორტუნა ჩვენსკენ არ არის

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნსპარტანსთან“ განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„მინდორზე თუ მოთამაშე ცდება ან კონცენტრაციას კარგავს, ესეც ჩემი ბრალია. თუმცა, ასეთი რამ ჩემპიონატშიც ხდებოდა, მაგალითად „თელავთან“ და ეს ჩემს გუნდს ახასიათებს. თუმცა, თამაშამდე პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკუთვნის.

თუ ამ ბარიერს ვერ გავივლით, კრიტიკის ღირსები ვიქნებით, მაგრამ ფეხბურთელებმა წნეხით არ უნდა ითამაშონ – უნდა გამოვიდნენ მშვიდად, ლაღად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა ითამაშონ.

მიმაჩნია, რომ „ასტანასთან“ უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს იყო საფეხბურთო უიღბლობა. ამ მატჩის მოგება იყო მთავარი, ახლა სტრესიდან გამოსვლას ვცდილობთ. იდეალური განწყობა არააა, რადგან დავმარცხდით. შევეცდებით, ნავსი გავტეხოთ, რადგან ჯერ ფორტუნა ჩვენსკენ არ არის.

გასვლაზე ცუდად ვითამაშეთ. ჯერ არ გვიმართლებს. „ლოკომოტივთან“ თამაშის გადადება შეგვეძლო, ფედერაცია და მეტოქეც თანახმა იყო, მაგრამ მაგრამ ტონუსიდანამოვარდნა არ გვსურდა და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

დღეს ა არის „დინამო“ ძლიერი, მაგრამ ამ მუშაობით გუნდს დიდი მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს ძალას. ეროვნულ ლიგაში მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირზე ასე არ არის და საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ.

ჩვენ წილისყრაში არ გაგვიმართლა, არც იმაში, რომ ტრავმის გარეშე ევროტურნირი ვერ დავიწყეთ. ახლა კი, სამწუხაროდ, ისეთი გუნდი არ ვართ, რომ გამართლების გარეშე საკვალიფიკაციო ეტაპი იოლად დავძლიოთ, მაგრამ ხვალ მჯერა, რომ უნდა მოვიგოთ.

მარგველაშვილის შესაძლებლობები კარგად ვიცი და მჯერა, რომ შეუძლია სასარგებლო იყოს. ჯერ ფორმაში არ არის და პირდაპირ „ცეცხლში“ შევაგდეთ. თუმცა, „ასტანასთან“ 26 ფლანგური გადაცემა გაკეთდა, ეს იყო მათი სტრატეგია და მარგველაშვილი ამისთვის ვათამაშეთ.

მოისწრაფიშვილს შეუძლია ძალიან კარგად თამაში და დიდი არჩევანი მაქვს ამ პოზიციაზეა. პლუს ხან ტარვმა ჰქონდა, ხან ნაკრებში იყო გამოძახებული“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ განმეორებით შეხვედრა 3 აგვისტოს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

1tv.ge