ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჟალგირისის არენაზე ავარჯიშა
კაუნასში გუშინ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჟალგირისის არენაზე ივარჯიშა. ილიაზ ზუროსმა, რომელიც ჟალგირისს 2011 და 2013 წლებში წვრთნიდა, მისი ყოფილი კლუბის არენაზე საქართველოს ნაკრები ერთი საათი ავარჯიშა. ძირითადი დრო კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ლიეტუვასთან სათამაშოდ ბერძენი სპეციალისტი გუნდს სხვადასხვა კომპონენტში ამზადებს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.
დღევანდელ ვარჯიშში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებს. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები, ცხადია, მოცდას ამჯობინებენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა გოგა უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის იყოს მზად.
საქართველოს ნაკრები დღეს ჟალგირისის არენაზე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, რომელზეც ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა უფრო მეტად დატვირთავენ მოთამაშეებს. თბილისის დროით ვარჯიში კაუნასის არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.