საბურთალომ თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში ბრუნდება

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” მოსამზადებელი ეტაპის პირველი ეტაპი, რომელსაც თურქეთში გადიოდა დაასრულა და სამშობოლში დაბრუნდა. გიორგი მიქაძის ბიჭებმა 6 ამხანაგური თამაში ჩაატარეს. 4 შეხვედრაში იმარჯვეს, ხოლო 2-ში დამარცხდნენ.

“საბურთალო” მომდევნო ამხანგურ შეხვედრას 24 თებერვალს საგარეჯოს “გარეჯის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

საბურთალო ახალი სეზონოსთვის ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები – ლაზარე კუპატაძე, რევაზ კურტანიძე, საბა ბოჭორიშვილი
მცველები – გიორგი ტაბატაძე, ირაკლი კომახიძე, გიორგი ჯგერენაია, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი კაკულია, გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი გოგსაძე, ცოტნე კაპანაძე, ემანუელ დერეკი
ნახევარმცველები – შოთა ნონიკაშვილი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ცოტნე დადიანი, ბაქარ ქარდავა, გივი ხაჩიძე, საბა მამაცაშვილი, გიორგი ჩაჩუა, გიზო მამაგეიშვილი
თავდამსხმელები – გიორგი კოხრეიძე, ირაკლი სიხარულიძე, შეიკნე სილა.