გარეჯმა ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვა

სხვა გუნდების მსგავსად, საგარეჯოს “გარეჯიც” ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. კახელებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. პირველ შეხვედრაში “თელავს” დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. მეორე ამხანაგური მატჩი კი გარეჯმა ტყიბულის “მეშახტეს” წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გოლები ნუგზარ სპანდერაშვილმა და ნიკა გალახვარიძემ გაიტანეს.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საგარეჯოს “გარეჯი” 8 თებერვალს გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

10 თებერვალს “გარეჯი” ლიგა 2-ის ბინადარ “ვიტ-ჯორჯიას” შეხვდება.

14 თებერვალს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას “დინამო” თბილისი 2-ის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს შევხედრაც 15:00 საათზე დაიწყება.