გარეჯი მზადებას შეუდგა
ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვნებაა. გუნდები კი ამ პაუზას აქტიურად იყენებენ. ცვლილებებია ბოლნისის “სიონში”, მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი დევდარიანმა დატოვა, თუ ვინ გაწვრთნის ქვემოქართლელებს ჯერ-ჯერობით უცნობია.
23 ივნისს საგარეჯოს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ცატარდება.
29 ივნისს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას ეროვნული ლიგის ბინადარ “თელავთან” გამართავს. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება.
30 ივნისს საგარეჯოს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას “რუსთავის” წინააღმდეგ გამართავს. თამაში 18:00 საათზეა ჩანიშნული.
9 ივლისს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას ” იბერია 1999-ს” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
14 ივლისს საგარეჯოს “გარეჯი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას კი “ორბის” წინაარმდეგ გამართავს. მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.