“იბერიამ” თურქული შეკრება და ამხანაგური მატჩები დაგეგმა
“იბერია 1999” ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება და ამხანაგურ მატჩებს გამართავს:
კოსოვოს “დრიტასთან” (23 იანვარი) 17:00
ჩრდილომაკედონიურ “ვარდართან” (26 იანვარი), 17:00
ბულგარულ “კრუმოვგრადთან” (29 იანვარი), 17:00
ყაზახურ “კაირატთან” (1 თებერვალი), 17:00
უკრაინულ “კოლოსთან” (8 თებერვალი),
ოლეკსანდრიასა” (12 თებერვალი)
ორდაბასისთან” (16 თებერვალი).
საქართველოს ჩემპიონის კიდევ ერთი მეტოქე ადგილზე გაირკვევა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თურქულ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები – გიორგი მაკარიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, რევაზ კურტანიძე
მცველები – გიორგი ჯგერენაია, გიორგი ჯინჯოლავა, დერეკ აგიაკვა, გიორგი ქობულაძე, გიორგი ქუქალია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ივა გელაშვილი, ცოტნე კაპანაძე
ნახევარმცველები – ნიკოლოზ დადიანი, საბა გეგუჩაძე, გიორგი ტაბატაძე, გივი ხაჩიძე, გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ბაქარ ქარდავა, დორასო კლასი
თავდამსხმელები – იური ტაბატაძე, დანიელ ქვარცხავა, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე ახვლედიანი, ლუკა სილაგაძე.
შეგახსენებთ, რომ გუნდი დატოვა კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ, რომელიც ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა, ასევე, ბენჟამინ ტეიდმა და შეიკნე სილამ.