თასის გათამაშების წილისყრამ მონაწილე 16 გუნდი მერვედფინალში დააწყვილა
დღეს საქართველოს თასის 2024 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად დაესწრნენ ტურნირში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები. ტრადიციულად, თასის გათამაშებაში სუპერლიგისა და “ა” ლიგის – ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრით მერვედფინალში დაწყვილდნენ.
2024 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ, გურჯაანი, ქუთაისი, გაუ, ბათუმი, ორბი, ივერიონი, რუსთავი, კავკასია, მარგვეთი, რაში, ვერა, ასტრალი, ვსა, სოხუმი-საქართველო და თსსუ.
გუნდები წილისწყრის წინ შემდეგნაირად განითესნენ:
პირველ კალათაში სუპერლიგის პირველი წრის შედეგად I-V ადგილებზე მყოფი გუნდები მოხვდნენ, რომლებიც მერვედფინალში ბოლო, მე-4 კალათაში მყოფ “ა” ლიგის გუნდებს დაუწყვილდნენ. მესამე და მეოთხე კალათებში შესაბამისად სუპერლიგის VI-VIII და IX-XI ადგილებზე გასულები მოხვდნენ და მეოთხედფინალშიც, თავისთავად, ამ კალათების წარმომადგენლები დაუწყვილდნენ ერთმანეთს.
2024 წლის თასის გათამაშება 22 იანვარს დაიწყება. მერვედფინალსა და მეოთხედფინალებში სერია 2-მატჩიანი იქნება. ამ რაუნდების შემდეგ ტურნირს შერჩენილი 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა, სადაც ნახევარფინალებიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. 22 და 23 იანვარს მერვედფინალური სერიის პირველი, ხოლო 25, 26 და 27-ში საპასუხო მატჩები გაიმართება.
23.01 18:00 სოხუმი – გურჯაანი დელტა
23.01 20:00 მარგვეთი – რუსთავი
25.01 16:00 გურჯაანი დელტა – სოხუმი
26.01 19:00 რუსთავი – მარგვეთი
07.02 14:00 მარგვეთი – ბათუმი-რსუ
07.02 19:00 ივერიონი გორი – დელტა გურჯაანი