სამტრედია შეიკრიბა და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა
საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” შეიკრიბა და სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თბილისში, ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ბაზაზე გადის.
საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” ამ დროისთვის ორმა ფეხბურთელმა, რევაზ ინჯგიამ და დიტო ფაჩულიამ დატოვეს. ორივე მათგანი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ, ბათუმის “დინამოში”ითამაშებს.
რაც შეეხება ახალწვეულებს ჯერ არაფერია გადაწყვეტილი თუმცა, ჩვენი ინფორმაციით გუნდთან ერთად რადმენიმე ლეგიონერი ვარჯიშობს და მათი დარჩენა არ დარჩენის საკითხი ამხანაგური მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “სამტრედია” პირველ ამხანაგურ შეხვედრას 10 ივლისს საგრეჯოს “გარეჯის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 19:30 საათზეა დაგეგმილი და ნიუ-ვიჟენის სტადიონზე გაიმართება.
13 ივლიის “სამტრედია” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას “სიონის” წინააღმდეგ გამართავს, ეს მატჩი კი 19:30 საათზე დაიწყება.