საქართველო შოტლანიდას დაუზავდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისში გამართა. დინამო არენაზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდს, ლევან მჭედლიძეს საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური და სამახსოვრო დაფა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
საქართველოს ნაკრები მე-15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაწინაურდა. სტუმრებმა ანგარიში 49-ე წუთზე, სკოტ მაკტომინეის გოლით გაათანაბრეს. 57-ე წუთზე ხვიჩა კვარავხელიამ დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლოურენს შეკლენდმა დააფიქსირა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვალიადოლიდში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გამარჯვებას ვიმსახურებდით. ყოველთვის დასანანია კომპენსირებულ წუთებზე გოლის გაშვება. ვფიქრობ, ბევრი დადებითი მომენტი იყო ჩვენს დღევანდელ თამაშში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. მაგრამ, ჩვენ ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ მარტში ძლიერები ვიყოთ. შესაძლოა, ახლა გულდაყწვეტილები ვართ, მაგრამ რამდენიმდე დღეში ან კვირაში, როდესაც კიდევ ერთხელ ვნახავთ და გავაანალიზებთ ამ მატჩს, ბევრ დადებით მომენტს აღმოვაჩენთ, რაც თავდაჯერებას შეგვმატებს”.
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): “შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.
მნიშვენლოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავატმკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო”.
გიოგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): “თითოქეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატო, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა”.