ახალგაზრდულმა ჩრდ. მაკედონია დაამარცხა და წელი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, მეხუთე მატჩი სტუმრად, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარა და წელი გამარჯვებით დაასრულა – 0:1.

შეხვედრაში გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე, გაგრას და ახალგაზრდული ნაკრების განაპირა მცველმა – საბა მამაცაშვილმა გაიტნა, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოსთან შექმნილი სახიფათო მდგომარეობა, ზუსტი დარტყმით ტაბლოზე ასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 5 მატჩის შემდეგ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის სხვა მატჩები, 20 და 21 ნოემბერს გაიმართება, სადაც შვედეთი ნიდერლანდებს უმასპინძლებს, ხოლო მოლდოვა კიშინიოვში გიბრალტარს დაუპირისპირდება.