ევრო 2024 | ქომაგების მსვლელობა | საჭირო ინფორმაცია

18 ივნისს, თურქეთი – საქართველოს მატჩის დაწყებამდე 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დორტმუნდში ქართველ გულშემატკივარს საშუალება ეძლევა სპეციალურად გამოყოფილ ზონაში შეიკრიბონ. Fan Meeting point- ზე რომელიც ვესტ პარკში მდებარეობს (იხილეთ ლოკაცია), სადაც საკვები და გასართობი სივრცეები იქნება მოწყობილი.

14:00 საათიდან ვესტ პარკიდან დაიწყება ქართველი გულშემატკივარის მსვლელობა სტადიონის მიმართულებით.

FAN FIRST (ფან ბილეთების) მფლობელ გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა D შესასვლელით შეეძლებათ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

სტადიონზე ვერ შეძლებთ A4 ზომაზე დიდი ჩანთის შეტანას
ბილეთი ჭირდება ყველას, მიუხედავად ასაკისა
სტადიონზე არ ფუნქციონირებს შესანახი საკნები
კარი იღება მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე
თან იქონიეთ პასპორტი
შეამოწმეთ აკრძალული ნივთების სია
მათ შორის, აკრძალულია საკვები და სასმელი პროდუქტის სტადიონზე შეტანა
აკრძალულია 2 მეტრი x 1.5 მეტრზე დიდი ზომის დროშისა და ბანერის, ასევე 1 მეტრზე გრძელი დროშის ტარის შეტანა.

დამატებითი ინფორმაცია
უეფას მობილური ბილეთების აპლიკაცია

გულშემატკივარს, რომელსაც შეძენილი აქვს ბილეთები, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეუძლია მობილური მოწყობილობის მეშვეობით ბილეთის ჩამოტვირთვა, სტუმრისთვის გადაცემა ან შენახვა.

ჩამოტვირთეთ უეფას ოფიციალური მობილური ბილეთების აპლიკაცია. ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ თქვენი ბილეთების მიღებას, შენახვას ან სტუმრებისთვის გადაცემას.

თუ თქვენ უკვე მიიღეთ ევროპის ჩემპიონატის ბილეთები, გილოცავთ და გელოდებით გერმანიაში!

როგორ მოქმედებს აპლიკაცია?

ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა ბილეთის მფლობელი ელექტრონული ფოსტით მიიღებს შეტყობინებას მნიშვნელოვანი ინსტრუქციებით:

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია
გაიარეთ ავტორიზაცია ელფოსტის მისამართით
შეიყვანეთ ელფოსტით მიღებული რეგისტრაციის კოდი
არ ჩანს ბილეთები?

არ ინერვიულოთ, ბილეთები ეტაპობრივად იგზავნება. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როგორც კი ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება.

თუ თქვენ ჩამოტვირთეთ აპლიკაცია მანამდე, სანამ ჩვენგან გაიგებდით ბილეთების შესახებ, თქვენი ბილეთები აპში არ აისახება.

ყოველთვის გექნებათ წვდომა თქვენს მიერ შეძენილ ბილეთებზე უეფას ბილეთების ანგარიშზე შესვლით და „ჩემი ბილეთების“ ჩანართზე დაწკაპუნებით.

ჩვენი რჩევები:

ბილეთის შეძენისას დარწმუნდით, რომ უეფას მობილური ბილეთების აპლიკაციაში შესვლისას იყენებთ იმავე ელფოსტის მისამართს, როგორც თქვენს MyUEFA ბილეთების ანგარიშზე.
სტუმრებზე ბილეთების გადაცემისას ისარგებლეთ ღილაკით Transfer და შეიყვანეთ სტუმრების ელფოსტის მისამართები.
თუ გსურთ ყველა ბილეთის საკუთარ ტელეფონზე შენახვა, გთხოვთ მიანიჭოთ სტუმრებს ბილეთები აპლიკაციაში ღილაკის Keep გამოყენებით და შეიყვანოთ ყველა სტუმრის მონაცემები (სახელი, პასპორტის/პირადობის ნომერი და ა.შ.).
თამაშის დღეს არ დაგავიწყდეთ ტელეფონის წამოღება და Bluetooth-ის ჩართვა. დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი სრულად დატენულია.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ ვერ ვხედავ QR კოდს ჩემს ბილეთზე?

QR კოდი გამოჩნდება თამაშის დღეს კარის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. მანამდე კი ბილეთზე ეწერება „QR კოდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“ (QR code not yet available), რაც სრულიად ნორმალურია.

მე მაქვს ორი მობილური ტელეფონი – მექნება თუ არა ორივე ტელეფონით წვდომა ბილეთებზე?

თითოეულ ბილეთზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მობილური ტელეფონით. თქვენ ვერ შეძლბთ ორ მოწყობილობაში ერთი და იგივე ელფოსტის მისამართით შესვლას. თუ გსურთ მოწყობილობის შეცვლა, თქვენ უნდა გამოხვიდეთ ერთი მოწყობილობიდან და შეხვიდეთ მეორეში.

უეფას ევრო 2024-ის აპლიკაცია

ევრო 2024-ის ოფიციალური აპლიკაცია მოიცავს გულშემატკივრის საშვს (Fan Pass), რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ თამაშის დღეს უფასოდ იმგზავროთ. ბარათი აქტიურია 36 საათის განმავლობაში.

გადმოიწერეთ უეფას ევრო 2024-ის აპი, რათა არ გამოტოვოთ ფეხბურთთან დაკავშირებული მოვლენები მასპინძელ ქალაქებში. ოფიციალური მეგზური (Event Companion) განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, რომელიც მასპინძელ ქალაქში თამაშს ან ფესტივალს ესწრება.

მეგზური მოიცავს

გულშემატკივრის საშვს (Fan Pass), რომელიც ბილეთის მფლობელს 36-საათიანი უფასო მგზავრობის საშვს და სხვა შეღავათებს ანიჭებს.
ყოველდღიურ პერსონალიზებულ რეკომენდაციებს და მატჩთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ცოცხალ რეჟიმში სამგზავრო და მატჩან დაკავშირებულ შეტყობინებებს.
ინტერაქტიულ რუკებს საფეხმავლო მარშრუტებით, ავტობუსების განრიგით და გადაკეტილი ქუჩების შესახებ ინფორმაციით.
ევრო 2024-ის ფესტივალი: აღმოაჩინეთ ღია ჩვენების და ფან ზონის ლოკაციები თქვენს ქალაქში.
ქალაქისა და სტადიონის გზამკვლევები ყველა მასპინძელი ქალაქისთვის.
ლაივ ანგარიშები, სტატისტიკა და მატჩების მიმოხილვა.
როგორ მოქმედებს მეგზური

ივნისის დასაწყისში ყველა ბილეთის მფლობელი მიიღებს ელექტრონულ წერილს ინსტრუქციებით იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს წვდომას ევრო 2024-ის მეგზურსა და გულშემატკივრის საშვზე:

როგორ მივიღო წვდომა ევრო 2024-ის მეგზურსა და გულშემატკივრის საშვზე

გადმოწერეთ ევრო 2024-ის აპლიკაცია
გაიარეთ ავტორიზაცია ელფოსტის იგივე მისამართით, რომლითაც შეიძინეთ ბილეთები*
ჩართეთ შეტყობინებები (Push Notifications), რათა მიიღოთ ჩვენგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ჩართეთ ლოკაციის გაზიარების ფუნქცია (Location Permissions), რომელსაც ჩვენ მხოლოდ თამაშის დღეს უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოვიყენებთ.
სულ ეს არის! თქვენი მეგზური მზადაა და თქვენ გაქვთ წვდომა გულშემატკივრის საშვზე.

*თუ თქვენი ბილეთი სხვის მიერ არის ნაყიდი, მან უნდა გადმოგცეთ თავისი ბილეთი. შესაძლოა დაგჭირდეთ MyUEFA-ს ანგარიშის შექმნა, თუ თქვენ ის ჯერ არ გაქვთ.

გულშემატკივრის საშვი (Fan Pass)

გულშემატკივრის საშვი ევრო 2024-ისთვის შემოღებული სიახლე, რომელიც თქვენ წვდომას გაძლევთ 36-საათიან უფასო მგზავრობასა და სხვა შეღავათებზე!

გულშემატკივრის საშვი უფასოა. ის განკუთვნილია მხოლოდ მატჩის ბილეთების მფლობელებისთვის.
თითოეული ბილეთის მფლობელი ავტომატურად მიიღებს გულშემატკივრის საშვს. ამისთვის საჭიროა თქვენი ბილეთის ანგარიშით აპლიკაციაში შესვლა (ავტორიზაციის გავლა).
გულშემატკივრის საშვის უპირატესობები

36 საათიანი სამგზავრო ბილეთი: მოქმედებს თამაშის დღეს 06:00 დან მომდევნო დღის 18:00 მდე. არ არის აუცილებელი გულშემატკივრის საშვის გატარება/დასკანირება. იმგზავრეთ და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის პერსონალს წარმოუდგინეთ თქვენი საშვი.
„დოიჩე ბანის“ ევრო 2024-ის ბილეთის (DB Ticket Euro 2024) შეძენა: აღნიშნული ფასდაკლებული ბილეთის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მატარებელში კონტროლიორს უნდა წარუდგინოთ გულშემატკივრის საშვი.
„ინტერრეილ ევრო 2024-ის“ საშვის (Interrail Pass Euro 2024) შეძენა: აღნიშნული ფასდაკლებული ბილეთის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მატარებელში კონტროლიორს უნდა წარუდგინოთ გულშემატკივრის საშვი.