ბურჯანაძის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და მისი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა LEB Gold-ში თავი გამოიჩინა ბექა ბურჯანაძემ. ლეიმა კორუნას ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე ტურნირში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. ბურჯანაძის გუნდმა “მელილას” უმასპინძლა და 97:82 დაამარცხა, ბექა კი ერთადერთი იყო, ვინაც 2 სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვით გამოსახა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 20:07 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 4-დან ერთი ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ლეიმა კორუნას რაფაელ ბარუეტამ 23 ქულით ულიდერა, თუმცა სარგებლიანობით საუკეთესო ბურჯანაძე იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც ქართველს გადასცეს.

13 მოგებითა და 4 მარცხით ლეიმა კორუნა მე-2 ადგილზეა. ბურჯანაძია გუნდი მომდევნო ტურში ესტელას ესტუმრება, რომელიც 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზეა.