18-წლამდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოველი ტანატოლები დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები საწვრთნელ შეკრებას რუსთავის საფეხბურთო ცენტრში გადის. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უკვე გამართეს პირველი ამხანაგური შეხვედრა მოლდოველი თანატოლების წინააღმდეგ. მატჩი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა. ჩვენი მხრიდან ორი გოლი სართიჭალის შტურმის შემტევმა გიორგი ფერაძემ გაიტანა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე საფეხბურთო ნაკრები 19 ნოემბერს მოლდოვის 18-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და კვლავ რუსთავის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდება.