U21 | ხორვატია V საქართველო – 18 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 19 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს, ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უკვე ხორვატიაში იმყოფება და ხვალ, 18 ნოემბერს, რიეკაში, რუევიცაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მანამდე კი საპრესკონფერენციო დარბაზში, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი – რამაზ სვანაძე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებს.

18 ნოემბერი | განრიგი
🇭🇷 15:45 – ივიცა ოლიჩის პრესკონფერენცია
🇭🇷 16:30 – ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში
🇬🇪 17:30 – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
🇬🇪 18:00 – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში

შეგახსენებთ, რომ მატჩისწინა ვარჯიშზე (საწყისი 15 წუთი) და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე, მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).