ლოკომოტივმა ამხანაგურ შეხვედრაში სამგურალი დაამარცხა
თბილისის “ლოკომოტივმა” 2024 წლის სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი მოიგო, რკინიგზელებმა წყალტუბოს “სამგურალი” 4:3 დაამარცხეს.
ეროვნული ლიგის ბანადარ “სამგურალთან” მატჩი “ლოკოს” უპირატესობით დაიწყო. მე-10 წუთზე მასპინძლები ლაშა მენთეშაშვილმა დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე უპირატესობა ბიძინა მახარობლიძემ გაზარდა.
მეორე ტაიმში გნამიმ 47-ე წუთზე შეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა 53-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა პენალტიდან ლოკოს უპირატესობა ისევ ორბურთიანი გახადა. ამის შემდეგ წყალტუბოელებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს, თავის გამოჩენა გნამიმ და ლუკა ხორხელმა მოახერხეს.
ლოკოს მხრიდან გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე დემეტრე გოჩავამ გაიტანა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.
შეგახენებთ, რომ ლოკომოტივმა იანვარსა და თებერვალში დინამო თბილისი, სპაერი და ბოლნისის სიონიც დაამარცხა, ხოლო საბურთალოსთან 0:0 ითამაშა.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “ლოკომოტივი” 11 თებერვალს ლიგა 2-ში აღზევებული “არაგვის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
23 თებერვალს “ლოკომოტივი” ამხანაგურ შეხვედრას “გაგრას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.