ბურჯანაძის დებიუტანტმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მადრიდის რეალის ძლევით დაიწყო

გმირულად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი დებიუტანტმა ლეიმა კორუნიამ, ვის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. საქართველოს ნაკრების წევრი წინა სეზონში დიდად დაეხმარა ლაკორუნიელებს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში, რითაც ხალი კონტრაქტი დაიმსახურა და პირველსავე ტურში გუნდმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

ვის ვის და ლეიმა კორუნიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და სამეფო გუნდი 1 ქულით – 86:85 დაამარცხა. სამეფო გუნდი ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია, ფავორიტადაც ითვლებოდა. მადრიდელები ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ ლაკორუნიელები მუდამ კვალში ედგნენ და როცა გადამწყვეტი ჯერი დადგა, იყოჩაღეს და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედნზე 26:26 წუთი გაატარა, რაც თავის გუნდში მეორე შედეგი გახლდათ, მასზე მეტი – 27:30 წუთი მხოლოდ ბარუეტამ ითამაშა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო, ბომბარდირი კი 20 ქულით ბრენდონ ტეილორი გახდა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 1,3 წამით ადრე სამქულიანით ანგარიში ისე გაათანაბრა, რომ მასზე მადრიდელები დაჯარიმდნენ. ტეილორმა საჯარიმოც ჩააგდო და ლეიმა კორუნამ 86:85 იმარჯვა.

ბურჯანაძემ 2-დან ერთი სამულიანი ჩააგდო და ორიანებიც ამ შედეგიანობით ესროლა. მან ასევე 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და თავი მთლიანობაში 9 ქულას მოუყარა. ქულებთან ერთად 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო, მე-2 ტურის მატჩს ლეიმა კორუნა ბურჯანაძის ყოფილ გუნდთ გრან კანარიასთან 6 ოტომბერს, სტუმრად ჩაატარებს.