U21 | საქართველო 1:1 ჩრდილოეთ ირლანდია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 21-წლამდელების კაპიტანამა – გაბრიელ სიგუამ მე-7 წუთზე გახსნა, ხოლო მალევე ირაკლი ეგოიანის დარტყმული ხარიხას მოხვდა. სტუმართაგან ანგარიშის გათანაბემა, ნოტინგემ ფორესტის მეთიუ ორმა შეძლო. მატჩის მიწურულს კი დიეგო დეისაძე იყო ახლოს გოლის გატანასთან, თუმცა მისი დარტყმული ფრეიზერ ბარნსლიმ მოიგერია.

ჩვენი გუნდი, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩებს ოქტომბერში, გასვლაზე, ლატვიის და მალტის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.