ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდმა “ლეიმა კორუნამ” ესპანეთის უმალესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, გუნდი უმაღლესი ლიგიდან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.

ბოლო ტურში ლეიმა კორუნამ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის გუნდს – ბრუკლინს უმასპინძ₾ა. მოგეხსენებათ, ბასკონიას ღირსებას საქართევლოს მოქალაქეობის ნატურალიზების გზით მფლობელი, ჩვენი ნაკრების წევრი და იმედი, კამარ ბოლდუინი იცავს.

შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და ის ბასკონიელთა გამარჯვებით – 105:101 დასრულდა. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 22:23 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლდუინი, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:49 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. Kამარმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ლეიმა კორუნამ სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩი მოიგო და ქვედა ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩა, ბასკონიას კი 19 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდა და მე-8 ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის საწყის რაუნდში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ მადრიდის რეალს შეხვდება.